LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ უნდა შევიძინოთ სამსუნგის მხოლოდ ოფიციალური ტელევიზორი?

466
fortuna.ge (31)

ტელევიზორი ჩვენი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი და განუყოფელი ნივთია. იმისათვის, რომ ვისიამოვნოთ სასურველი გადაცემების, ვიდეოების, თამაშებისა და სპორტის ყურებით – ჩვენ ვირჩევთ ჩვენთვის საუკეთესო ბრენდს, საუკეთესო გამოსახულებითა და ფუნქციონალით.

სამსუნგის ტელევიზორის შეძენისას, გარდა ბრენდისა და ტექნიკური მახასიათებლებისა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება ოფიციალურია თუ არა პროდუქტი. იმისათვის, რომ ჩვენს მიერ საქართველოში შეძენილი ტელევიზორი იყოს გარანტირებულად ახალი და ჩვენი რეგიონისთვის წარმოებული – აუცილებელია იგი მოვიკითხოთ სამსუნგის პარტნიორების მაღაზიებში. ტელევიზორის ჩართვისას პროგრამამ უნდა აგვარჩევინოს რეგიონი და ჩვენთვის სასურველი ენა. არაოფიციალური პროდუქტის შეძენისას არსებობს რისკი, რომ იგი საქართველოში გაყიდვამდე იყო გახსნილი, მასში ჩაწერილია გაურკვეველი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც არ არის განკუთვნილი ჩვენი რეგიონისთვის.

ოფიციალური ტელევიზორების პროგრამული უზრუნველყოფა საშუალებას გვაძლევს გადმოვტვირთოთ და ვისიამოვნოთ ნებისმიერი ქართული აპლიკაციით – როგორიცაა Silk Go, Setanta, და სხვა. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სამსუნგის ტელევიზორის ძებნის ველში ქართული აპლიკაცია არ მოიძებნა, დიდი ალბათობით ეს ტელევიზორი არ არის ოფიციალური პროდუქტი.

ოფიციალური პროდუქტის შეძენისას, თქვენ მიიღებთ 2 წლიან გარანტიას მწარმოებლისგან და საჭიროების შემთხვევაში მომსახურებას მიიღებთ სამსუნგის ავტორიზებულ სერვის ცენტრებში, სადაც მოგემსახურებიან კვალიფიციური ტექნიკოსები და გამოიყენებენ სამსუნგის გარანტირებულად ორიგინალ ნაწილებს.

შეგახსენებთ, რომ სამსუნგის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან – ალტა, ელიტ ელექტრონიკსი, მეგატექნიკა, მეტრომარტი, კონტაქტ ჰოუმი – სადაც არ გარისკავთ და შეიძენთ სამსუნგის ოფიციალურ ტელევიზორს,  ასევე შეძლებთ  პერიოდულად ჩაერთოთ Trade-In  აქციაში, მიიღებთ სხვადასხვა სახის საჩუქრებსა და ფასდაკლებებს ბრენდისგან.

 

 

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები