LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ელევა რუსეთი საქართველოს: 10 ფაქტი, რომელიც შეიძლება არ იცოდით

229
30russia-650

გასული საუკუნის 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარმა პროცესებმა საბჭოთა კავშირი დაშალა. ყოფილი იმპერიის ნაცვლად 15 დამოუკიდებელი და 4 თვითგამოცხადებული ან ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფო ჩამოყალიბდა. დიდი რუსეთი ძველი დიდების დაკარგვას ყოფილ რეგიონებში ძნელად ეგუებოდა. არც საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბებას შეჰგუებია ადვილად. მცირე ერებისა და და საკუთარი მოქალაქეების ვითომ დაცვის მიზეზით შემოსული რუსული არმია სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ამ რეგიონების საქართველოდან გამოყოფით და ოკუპაციით დამთავრდა. დღემდე მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაცია და ყოველდღიურად მოიწევს ე.წ. საზღვარი ხან ჩრდილოეთიდან და ხანაც სამხრეთიდან.

რატომ ვერ გველევა რუსეთი?! რატომ არ გვაძლევს საკუთარ სახლში მშვიდად ცხოვრების უფლებას?! თუ ეს მხოლოდ პოლიტიკოსების ახირებული თამაშია. ხანდახან საერთო ენას გამოვნახათ თითქოს და ამ დროს ახალი პოლიტიკური თამაში დაიწყება, რომელსაც ხან დეპორტი, ხან ემბარგო და ხანაც სანქციები დაერქმევა.

ყველაფრის მიუხედავად ამ პატარა ქვეყანამ მაინც პირველი ნაბიჯები გადადგა და რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის უფლება მისცა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოს კურორტები რუსი ტურისტებით გაივსო, მაგრამ ამ მიმართულებით წინ რომ წავიწიეთ, ეს ფაქტი ყველამ აღიარა.

ასე, ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან, 10 ყველაზე პოპულარულ სამოგზაურო ადგილს შორის აღმოჩნდა საქართველო. ყოველ შემთხვევაში, ასე მიიჩნევს ერთ-ერთი რუსული ინტერნეტ გამოცემა და აღწერს 10 ფაქტს ჩვენი ქვეყნის შესახებ (10 ფაქტი საქართველოს შესახებ, რომელიც შეიძლება არ იცოდით).

პირველი არის სწორედ ვიზის საკითხი, რომელიც ცალმხრივია და მხოლოდ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს აქვს უფლება უვიზოდ ჩამოვიდეს, იმოგზაუროს, ან თუნდაც მიიღოს ცხოვრების უფლებაც კი. საქართველოს მოქალაქეს კი რამდენიმე საქაღალდე სავსე დოკუმენტები, რუსეთის მოქალაქის მოწვევა, რამდენიმეთვიანი (ხშირად უშედეგო) ლოდინი და საკმაოდ სოლიდური თანხა სჭირდება. თუმცა, როგორც რუსული მედია წერს, ქართველებს არ გვჭირდება ვიზა ევროპაში, კონკრეტულად ევროპის 30 ქვეყანაში.

შემდეგი და ერთ-ერთი საინტერესო თემა, რომელზეც ავტორი ვრცლად საუბრობს, არის აფხაზეთისა და ოსეთის საკითხი. განმარტებულია, რომ საქართველო არ ცნობს აღნიშნული ტერიტორიების დამოუკიდებლობას და მიიჩნევს, რომ ისინი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ქართული კანონმდებლობით კი აღნიშნულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრის კვეთა ისჯება. დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც, თუმცა – აფხაზური და ოსური მხარე, რომელიც რუსეთის მიერ არის კონტროლირებადი, ხშირად საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით კი არა, საზღვარს აქეთ მცხოვრები ადამიანების გატაცებით და დაპატიმრებებით არიან დაკავებული. სწორედ ასეთ ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოხდა რუსი მესაზღვრის მიერ ქართველი გიგა ოთხოზორიას მკვლელობა.

რუსული ტექსტის ავტორი თავის სტატიაში აღწერს ქართული ლარის გაუფასურების შესახებ და აღნიშნულ ფაქტს რუსულ ემბარგოს უკავშირებს. თუმცა აღნიშნავს, რომ მიუხედავად პირდაპირი ფრენების გაუქმებისა, რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში სხვა ქვეყნის გავლით იმოგზაურონ და რამდენიმე საჭირო რჩევასაც იძლევა.

ამ ყველაფერთან ერთად კი შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმაც არ იცოდეთ, რომ ქართული მინერალური წყალი ”ბორჯომი” რუსული კომპანია ალფა-ჯგუფის ყოფილა. ასე რომ, მცოცავი ოკუპაცია მხოლოდ მიწაზე მავთულხლართის გავლებით არ მოიწევს, წყალზე კონტროლი უკვე აუღიათ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, ომ საქართველოში საშუალო ხელფასი საკმაოდ მცირეა. სამაგიეროდ ბიზნესის საწარმოებლად საქართველოში პირობები უკეთესია, ვიდრე აშშ-ში. ის, რომ ჩვენს სახლებში ფასიანი ლიფტებია, ხოლო ქართული ღვინო იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ლიკა შამათავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები