LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ ფართოვდება ბათუმის აეროპორტი? – პროექტი დასტურის მოლოდინშია

116
85

ბათუმის აეროპორტის გაფართოების პროექტი, საბოლოო დასტურს ეკონომიკის სამინისტროსგან ამ დრომდე ელოდება. თემაზე გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ ისაუბრა.

“ძალიან გვინდა, რომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დავიწყოთ. ჩვენ ფინანსური მობილიზაცია უკვე გაკეთებული გაქვს. პროექტიც უკვე მზადაა და ის ელოდება სახელმწიფოს მხრიდან პატარა დეტალების შეთანხმებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორი კვირის ფარგლებში ეს ბიუროკრატიული დეტალებიც შეთანხმდება”, – აცხადებს ზაქარაძე.

შეგახსენებთ, ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება 2018 წლის ნოემბერში იგეგმებოდა, თუმცა ის დღემდე არ დაწყებულა. ტავ ჯორჯიასგათვლებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაჯდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები