LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ მოხდა პრევენციული ღონისძიებები “სირცხვილიას” ოფისთან: 18 ივლისს შს მინისტრს ოპოზიცია მწვავე კითხვებით დახვდება.

69
ვახტანგ გომელაური

18 ივლისს პარლამენტში ვახტანგ გომელაურს ელოდებიან.

შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწევს პასუხი გასცეს იმ კითხვებს, რომლებიც 5 ივლისს მომხდარ ძალადობას და პოლიციის ქმედებებს ეხება. სხდომას ოპოზიციაც დაესწრება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, ოპოზიციის მხრიდან მთავარი კითხვა იქნება, თუ რატომ ვერ მოხდა პრევენციული ღონისძიების გატარება, რომელსაც “სირცხვილიას” ოფისთან ძალადობრივი ქმედებების აცილება შეეძლო, რა დროსაც მძიმედ დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა.

“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ღირსეული ნაბიჯი იქნებოდა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომა, თუმცა ახლა, როცა შს მინისტრი თანამდებობაზე რჩება, მას მოუწევს უამრავ მწვავე კითხვას უპასუხოს