LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვისვენებთ ევროპაში უფრო იაფად, ვიდრე საქართველოში – რა პრობლემები აქვს ჩვენთან სასტუმროებს

344
куда-870x400

შვებულება ის პერიოდია, რომელიც ყველას გვინდა, რომ საუკეთესოდ გავატაროთ, დავისვენოთ და რაც მთავარია, ამ ყველაფერში მაქსიმალურად ნაკლები ფული დავხარჯოთ. მას შემდეგ, რაც უნგრული ავიაკომპანია Wizz Air ქართულ ბაზარზე “მარტო აღარაა” და ფრენები კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Raynair-მა დაიწყო, მხოლოდ გრძელვადიან შვებულებებს აღარ ველოდებით და თავს უფლებას ვაძლევთ, ევროპის ქვეყნებში უკვე უქმეებზეც კი ვიაროთ. ოღონდ, აქ მხოლოდ ავიაბილეთის ფასი კი არაა მთავარი, არამედ ის სასტუმროებიც, სადაც ღამის გათენებას ვაპირებთ.

ალბათ ხშირად გიწუწუნიათ, რომ საქართველოში სასტუმროები იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე – მაგ. რომში, მადრიდში ან თუნდაც პარიზში. აი, მაგალითად, პარიზი ავიღოთ – მაინცდამაინც შანზ ელიზეზე ცხოვრება თუ არ გინდათ, საშუალოდ ერთი ღამის ფასი 40 ევროა ორადგილიან ნომერში საუზმით. თუ გავითვალისწინებთ, რომ იქაური ფულის ერთეული ევროა, ჩვენი კი  – ლარი, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ ჩვენი ვალუტით ანუ 40 ლარად აქ იმავე ტიპის სასტუმროს ვერ მივაგნებთ.

რადიო “ფორტუნამ” გადაწყვიტა, გაერკვია, რამდენად რელევანტურია ქართული და ევროპული სასტუმროების ასე შედარება და სად უნდა ვეძებოთ მიზეზები, როცა მაღალ ფასებზე ვსაუბრობთ. 

ზოგადად, ტურიზმი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და სწრაფად მზარდი ეკონომიკის დარგია. ამას ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 2019 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 9 357 964 კაცი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 7.8%-იანი ზრდაა (2018 წელს უცხოელი ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 კაცი შეადგინა).

იაფი გამოსავალი, თუ მუშაობით „გადაიწვით“ - ბიუჯეტური ევროპული ქალაქები სამოგზაუროდ

სიაში 11 ევროპული ქალაქი მოხვდა და ამ ქალაქებში მოხვედრა საქართველოდანაც ძალიან მარტივია

მზარდი ტურისტული ნაკადის ფონზე სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად მზადაა ქვეყანა სათანადოდ დააკმაყოფილოს ბაზარზე არსებული მოთხოვნები. აქ მნიშვნელოვანია გამოვყოთ სამი ფაქტორი: ტურისტული ინფრასტრუქტურა, სერვისის ხარისხი და ფასების დონე. ქართველი დამსვენებლების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასტუმროებში არსებული ინფრასტრუქტურა და მიწოდებული სერვისის ხარისხი არ შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ფასების დონეს, ამიტომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საზღვარგარეთ დასვენებას ამჯობინებს. შედეგად შესაძლებელია, რომ შიდა ტურიზმის პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუყენებელი რჩება.

იმის გასარკვევად, თუ რა განაპირობებს საქართველოში ტურისტული ობიექტების სიძვირეს, ჩვენ გავესაუბრეთ შესაბამისი დარგის ექსპერტებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ არსებული ფასების დონე, ძირითადად, განპირობებულია ინვესტიციების სიმცირით, შესაბამისი კონკურენციის არ არსებობით, საკრედიტო რესურსების სიძვირითა და არასტაბილური ბიზნეს გარემოთი.

ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ არასწორია საქართველო ასე პირდაპირ შევადაროთ იტალიის, თურქეთის და სხვა ქვეყნების მონაცემებს, რადგან კონკურენტული გარემო აბსოლუტურად განსხვავებულია. მისი თქმით, საქართველოში სასტუმროების მაღალ ფასებს კონკურენციის დაბალი დონე განაპირობებს.

თბილისში ბოლო წლების განმავლობაში 50%-ით დაეცა ფასები, ზუსტად იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასტუმრო გაიხსნა, აპარტამენტი და ა.შ. ეს ტენდენცია ჯერ ვერ გავრცელდება სხვა კურორტებზე, იმიტომ რომ ამდენი სასტუმრო ჯერ ფიზიკურად არ არის და მიწოდების კუთხით წინსვლა არ შეინიშნება. აღსანიშნავია კრედიტების სიძვირეც, სესხი თითქმის ყველას აქვს, რომლის მომსახურეობაზეც სასტუმროების მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის. ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სასტუმროების ხარჯები ბოლო დროს მიღებული რეგულაციების გამოც, მაგალითად, უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები და სხვა”, – ამბობს მაია სიდამონიძე. 

მაია სიდამონიძის აზრით, მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ასევე ქვეყანაში არსებული არასტაბილური გარემო, რაც ინვესტორს აიძულებს იმოქმედოს მაღალი რისკის პირობებში და შესაბამისად რისკის დონე მიწოდებული მომსახურეობის ღირებულებაზეც აისახება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ფასების დონე არსებული მოთხოვნის ჩარჩოებიდან ვერ გავა, რადგან ამ შემთხვევაში მფლობელი იძულებული იქნება, სასტუმრო დახუროს არასაკმარისი რაოდენობის კლიენტების გამო.

10 ყველაზე ლამაზი ადგილი ევროპაში, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ამ ადგლებში მოხვედრაზე კარგი ალბათ არც არაფერია.

ეკონომისტ ნიკოლოზ შენგელიას აზრით კი, სასტუმროების ფასებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სესხების სიძვირე.

„სასტუმროს მფლობელების 80%-ს სესხი აქვს აღებული, დღეს ფაქტობრივად, არ არსებობს სასტუმრო ბიზნესსესხების გარეშე. სწორედ ეს განსაზღვრავს სასტუმროების მაღალ ფასებს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზარზე არსებული კომპანიების დიდ ნაწილს სასტუმროს ინფრასტრუქტურა აღებული აქვს იჯარით, რაც საბოლოოდ გაქირავების ფასზეც აისახება“, – ამბობს შენგელია. 

ცხადია, ჩვენ სპეციალისტებისთვის არ გვიკითხავს ისეთი სასტუმროების შესახებ, რომლებიც მაგალითად, კახეთში მდებარეობს და ერთი ღამის გატარება შეიძლება, 200 დოლარიც კი დაგიჯდეთ. ასეთ შემთხვევაში სასტუმრო სრულ სერვისს გთავაზობთ, სადაც აუზი, სათამაშო, გასართობი მოედნები და სხვა სერვისები შედის. სტატიაში ჩვენ საშუალო კლასის სასტუმროებში არსებულ სიტუაციას ვარკვევდით, დაახლოებით ისეთს, როგორშიც თავად ვისვენებთ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ასე რომ, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს ლოდინი, თუ გვინდა, რომ საქართველოშიც იმავე ფასად დავისვენოთ, როგორც ამას ევროპაში ვახერხებთ. ექსპერტები ხაზს უსვამენ, რომ სხვა ქვეყნებში, სხვა ქალაქებში ტურისტული სეზონი ფაქტობრივად, მთელი წელია, რაც ჩვენთვის, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე პრომლემური თემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები