LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაულ ხაჯიმბა გადადგა – მანამდე ოკუპირებულ სოხუმში პუტინის თანაშემწე ჩავიდა

293
ხაჯიმბა

დღეს ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ თანამდებობა დატოვა.

ინფორმაციას რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ხაჯიმბას ამ გადაწყვეტილებამდე  სოხუმში ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი უკანონოს უწოდებს აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს 10 იანვრის  გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნები უკანონოდ გამოცხადდა. ხაჯიმბას ადმინისტრაცია აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ ოკუპირებულ სოხუმში არეულობა იყო. ე. წ. ოპოზიცია ე. წ. პრეზიდენტის არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები