LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რჩევები საქართველოს მთავრობას – როგორ შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება

148
853E2F71-E799-46CD-9115-14702500CBEB-cx0-cy7-cw0-w1200-r1

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ მაშინ, როდესაც 2020 წელს პანდემიამ საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეამცირა, 2021 წელს იგი კვლავ გაიზარდა.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” რეკომენდაციები ასეთია:

„საქართველოს ხელისუფლების მიზანი რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების მინიმუმამდე შემცირება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე: პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველომ კიდევ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე, განსაკუთრებით ღვინის ექსპორტის მიმართულებით;

მაქსიმალურად უნდა შეეწყოს ხელი ხორბლის ადგილობრივ წარმოებას და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირებას;

სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;

წინა წლებისგან განსხვავებით, ტურისტების მოსაზიდად სამიზნე ბაზარი რუსეთი არ უნდა იყოს. მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი რესურსები უფრო აქტიურად უნდა მიემართოს სხვა ქვეყნების, მათ შორის მაღალბიუჯეტიანი ტურისტების შემომყვანი ქვეყნებისაკენ;

სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა უნდა დარეგულირდეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უნდა გამოიყოს ის საქონელი და მომსახურება, რომლის რუსული კომპანიებისგან შესყიდვა აიკრძალება, ან შეიზღუდება. ასევე, უნდა შეიზღუდოს იმ რუსული კომპანიების მონაწილეობა, რომლებსაც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან უკრაინაზე განხორციელებული აგრესიის გამო”,- აღნიშნულია ორგანიზაციის კვლევაში.

რუსეთიდან ემიგრანტების მიერ გადმოგზავნილი თანხების წილი საქართველოს მიერ მიღებულ მთლიან გზავნილებში მცირდება