რძის ფერმის ეფექტიანი მართვის საკითხებზე ქართველ ფერმერებს ტრენინგი უტარდებათ

124

საქართველოში რძის ფერმის ეფექტიანი მართვის საკითხზებზე, ქართველ ფერმერებს ექვსდღიანი ტრენინგი უტარდებათ.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ინფორმაციით, ტრენინგს უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაცია, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ფარგლებში, ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ფინანსური მხარდაჭერით ატარებს.

ტრენინგის განმავლობაში, თეორიულ სწავლებებთან ერთად, პრაქტიკულ მასტერკლასებს ფერმერულ მეურნეობებში უკრაინის რძის მწარმოებელთა ასოციაციის საკონსულტაციო ცენტრის სპეციალისტები, ასევე გერმანიიდან, ესტონეთიდან და აშშ-დან მოწვეული ექსპერტები ჩაატარებენ.

ტრენინგის თემატიკა ისეთ საკითხებს მოიცავს, როგორიცაა: თანამედროვე მერძეული ფერმის დაგეგმვა და მშენებლობა, საკვების დამზადება, ვეტერინარული საკითხები სარძეო ფერმებში, ჰოლშტეინის ჯიშის პირუტყვის შერჩევის კრიტერიუმები შეძენისას, სარძეო ფერმის მართვა, ბიო რძის წარმოება. ექვსი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეებს საშუალება ექნებათ სპეციალისტებისგან კვალიფიციური ინფორმაცია მიიღონ მათთვის საინტერესო და აქტუალურ თემებზე.  ტრენინგის მიზანია ადგილობრივი სპეციალისტებისა და ფერმერების კვალიფიკაციის დონის ამაღლება, მათთვის მერძეულ მესაქონლეობაში არსებული თანამედროვე მიდგომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები