LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეანიმაციაში მხოლოდ თითო-ოროლა აცრილი ავადმყოფი თუ გვყოლია და ისინიც სხვა მძიმე სნეულებებით გართულებულები: დავით გადელია

132
davit-gadelia-w-h

“ყველას ვუსურვებ, არ შეხვდეს ეს დაავადება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უპასუხისმგებლობა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანა”, – ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა დავით გადელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მან საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.

“მეცნიერებმა ამ ეტაპზე, კოვიდის სამკურნალოდ, რამოდენიმე მედიკამენტი მოგვაწოდა. ძირითადად, დამხმარე საშუალებებია, თუმცა სათანადო დროს და მდგომარეობისას- ეფექტურები! წლის ბოლოსთვის, პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტებიც უნდა გვქონდეს შეიარაღებაში.

ადამიანებს, ვინც ლამის მოლეკულარულ დონეზე განიხილავენ ვაქცინებს ჯანმრთელად ყოფნისას და ბოლოს მაინც არ იკეთებენ, კოვიდით დაავადებისას აზრადაც არ მოსდით მედიკამენტების ანოტაციის ნახვა- ისე სჯერათ მეცნიერების მონაპოვარის. აქტიურადაც ითხოვენ.

თქვე დალოცვილისშვილებო, თუ მაინც მეცნიერების და მედიკამენტების იმედზე ხართ მძიმე მდგომარეობაში, მოდით სანამ ურემი გადაბრუნდება, მანამდე ენდეთ! თქვენც განსაცდელში არ ჩაიგდებთ თავს და სახელმწიფოსაც ბევრად უფრო იაფი დაუჯდება! საკმაოდ მაღალი ფასები აქვს ამ მედიკამენტებს და თან რიგში უნდა ჩადგეს ქვეყანა, რომ კომპანიამ მოგვყიდოს. მილიონობით ლარებზეა საუბარი და მთლიანად სახელმწიფოს კისერზეა.

ყველას ვუსურვებ, არ შეხვდეს ეს დაავადება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უპასუხისმგებლობა ძალიან ძვირი უჯდება ქვეყანას!

აიცერით!

რეანიმაციაში მხოლოდ თითო-ოროლა აცრილი ავადმყოფი თუ გვყოლია და ისინიც სხვა მძიმე სნეულებებით გართულებულები”,- დაწერა დავით გადელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები