LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რედკო“ თბილისსა და აჭარაში ახალ პროექტებს იწყებს, გუდაურში კი – ფასდაკლებებია

139
70957899-1368905886608236-1467387924709376000-o

COVID 19-ის პანდემია და მისი ნეგატიური გავლენით გამოწვეული ეკონომიკური გამოწვევები, გლობალურად და ლოკალურად აისახება უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის სექტორზე. ცხადია, ამ ყველაფერმა გავლენა უკვე იქონია ქართულ ბაზარზე არსებულ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებზეც.

როგორც „ფორტუნას“ კომპანია „რედკოში“ განუცხადეს, მიუხედავად კრიზისული პერიოდისა და გარკვეული პრობლემებისა, მათ შეძლეს სრულად შეენარჩუნებინათ დასაქმებულები და არც ერთი კადრი არ გაუშვიათ სამსახურიდან.

გარდა ამისა, კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, არაერთი აქტივობა დაგეგმა და განახორციელა. „ზოგადად „რედკოს“ აქვს საკმაოდ ძლიერი სოც. პასუხისმგებლობის მიმართულება და გამუდმებით ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობას ამ მიმართულებით. ამ პერიოდშიც, ჩვენ აქტიურად ვიყავით ჩართულები მერიასთან ერთად პროექტში, რომლის ფარგლებშიც,  სხვადასხვა რეგიონში: აჭარაში, მცხეთა-მთიანეთში დავეხმარეთ ასობით სოციალურად დაუცველ ოჯახს“,- აცხადებენ „რედკოში“.

მათივე ინფორმაციით, კომპანია აქტიურად აგრძელებს მუშაობას დეველოპმენტის ნაწილში ახალი სტრატეგიებით. ამასთან, ახალ გუდაურში უკვე განაახლა მშენებლობა.

„ახალი პროექტები ეშვება თბილისსა და აჭარაში, საკმაოდ დიდი ინვესტიციის პროექტებია, ორივე გამორჩეულია და მეტიც, ტურიზმის სექტორის განვითარებას მაქსიმლაურად შეუწყობს ხელს, ზოგადად ჩვენი მამრთლებაა რეგიონების განვითარება“, – განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზერედკოსგარკვეული შეთავაზებაც აქვს მომხმარებლებისთვის – 30% ფასდაკლება გუდაურის აპარტამენტებზე.

აღსანიშნავია, რომ დეველოპერული კომპანია რამდენიმე კვირაში სამომავლო გეგმებზე საუბარსაც აპირებს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი სიახლე ბათუმში მდებარე სასტუმრო „ლე მერიდიენ ბათუმს“  შეეხება. სასტუმრო სტუმრების მიღებას ივნისის თვიდან დაიწყებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები