LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეგულაციების შემსუბუქება გრძელდება – რა შეზღუდვები მოიხსნა დღეს

76
საბავშვო ბაღი

საქართველოში პანდემიის გამო დაწესებული რამდენიმე აკრძალვა დღეიდან გაუქმებულია.

დღეიდან, 1 მარტიდან მუშაობას ანახლებენ:

  • საჯარო და კერძო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები, 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20 %-ის სავალდებულო ტესტირების პირობით.
  • მუზეუმებმა და ბიბლიოთეკებმა.
  • უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს შეუძლიათ კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული საქმიანობის აღდგენა და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება
  • კონფერენციების და ტრენინგების ჩატარება, შესაბამისი პროტოკოლის დაცვით ისევ შესაძლებელი გახდა.
  • ბათუმის რესტორნები და კაფეები სტუმრებს მიიღებენ შიდა სივრცეებშიც, შაბათ-კვირის გარდა.

2020 წლის ნოემბრის ბოლოდან დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მორიგი ეტაპი 25 თებერვალს დაიწყო. მუშაობა განაახლეს სამთო კურორტებზე მდებარე სასტუმროებმა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა.

რეგულაციების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი 15 მარტიდან იგეგმება.

პოპულალურები