LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რეკორდია.. კარგად დაიმახსოვრეთ ამ ბავშვის სახელი და გვარი..“ – გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქიმიის გამოცდაზე 63-დან 63 ქულა აიღო

4579
BeFunky-collage

ოთო ჩანქსელიანმა ქიმიის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი შეფასება, 63-დან 63 ქულა მიიღო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექიმი გიორგი ღოღობერიძე ავრცელებს.

როგორც ის ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ოთო ჩანქსელიანს გამოცდისთვის ამზადებდა მთელი წლის განმავლობაში და ეს შედეგი, ქიმიის საგანში, რეკორდული მაჩვენებელია.

„გეამაყება, გიხარია, რადგან მთელი წელი მასთან ერთად შრომობდი ამ შედეგისთვის. ასეთ ნიჭიერ ბავშვს ასეთი მიღწევა უნდა დაუფასო კიდევაც. რეკორდია, საოცრებაა.

წელს ქიმიის გამოცდა მართლაც დიდი გამოწვევა იყო, განსაკუთრებით ბოლო ამოცანები. მეამაყება, რომ მედიცინას ასეთი წარმატებული ბავშვები ეზრდება და ბევრი მათგანი ჩემთან ერთად დგამს ამ სფეროში პირველ ნაბიჯს.

კარგად დაიმახსოვრეთ ამ ბავშვის სახელი და გვარი – ოთო ჩანქსელიანი, თქვენ მას კიდევ ბევრჯერ გაიგებთ“, – ამბობს გიორგი ღოღორებიძე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები