LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეკორდული სიცხე ევროპაში – საფრანგეთსა და ესპანეთში ტემპერატურა 45 გრადუსს აღწევს

301
paris-burns

ევროპაში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს. საფრანგეთში ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, ასობით სკოლა და საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა. “ევრონიუსის“ ცნობით, მხოლოდ პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, ესონას დეპარტამენტში 56 სკოლა დაიხურა.

რამდენიმე ათეული სასწავლებელი შეწყვეტს ფუნქციონირებას სენა დამარნას, ასევე ვალ-დე-მარნისდეპარტამენტებში.

სკოლების დახურვასთან ერთად, საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარიზელ მძღოლებს ავტოსადგომებზე ავტომობილებს უფასოდ გააჩერებინებენ, რათა მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ და მაღალი ტემპერატურის პარალელურად ქალაქში ჰაერი არ დაბინძურდეს.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურის ტალღაში მოყვა ესპანეთიც, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ტემპერატურა 45 გრადუს ცელსიუსს აღწევს. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა არის მოსალოდნელი გერმანიაში, იტალიასა და შვეიცარიაშიც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები