LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რესპუბლიკელებიდან” თინა ხიდაშელი და ვახტანგ ხმალაძეც მიდიან

104

”რესპუბლიკურ პარტიას” თინა ხიდაშელი და ვახტანგ ხმალაძეც ტოვებენ. ლევან ბერძენიშვილის თქმით, ხიდაშელს პარტიის დატოვების შესახებ განცხადება უკვე დაწერილი აქვს.

პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია “რუსთავი 2”-თან დაადასტურა ვახტანგ ხმალაძემაც.  პარტიის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ პარტიას ოფიციალურად ამის თაობაზე დღეს მიმართა, თუმცა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.

მიზეზად ხმალაძე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს, რაც მისი თქმით, “რესპუბლიკელების” სამომავლო განვითარებას უკავშირდება.

ის არ გამორიცხავს, რომ პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ. თუმცა, ხმალაძე ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ ასახელებს.

ვახტანგ ხმალაძე სამომავლო გეგემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებს.

”რესპუბლიკური პარტია” უკვე დატოვეს დავით უსუფაშვილმა, ვახტანგ ხმალაძემ, თენგიზ შერგელაშვილმა და ფრიდონ საყვარელიძემ.