LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკის მოედანზე ნაგვის ურნები დააზიანეს – „სახელმწიფოს სიყვარული მხოლოდ ჯოს, ჯოს, ჯოს ძახილი არ არის…“

465
goga-chanadiri-news12

გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოებს, სადაც გამოსახულია რესპუბლიკის მოედანზე დაზიანებული ნაგვის ურნები. ცნობილი ფოტოგრაფი წერს, რომ სახელმწიფოს სიყვარული, პირველ რიგში,სა ხელმწიფოს კუთვნილი ქონების მოვლით გამოიხატება და არა ჯოს-ჯოს ძახილით.

გთავაზობთ გოგა ჩანადირის სტატუსს:

„სახელმწიფოს სიყვარული მხოლოდ ჯოს, ჯოს, ჯოს ძახილი არ არის.

არც მაღალფარდოვანი სიტყვებით ყანწის გამოცლაა და არც კლავიატურაზე კაკუნი.

ეს არის ქცევა.

ქცევით კი ხედავთ, საკუთარ ქონებას ვაზიანებთ. ამ ნაგვის ყუთებისა და ველოსადგომის გამოცვლა მერიას 400-500 ლარი მაინც დაუჯდება.

არადა, ამ თანხით ხომ სხვა სიკეთე დავკარგეთ? მაგალითად, თუნდაც ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღო რომელიღაც მოხუცმა, ავადმყოფმა ან სოციალურად დაუცველმა. მაგალითად, ახალი სკამი ან განათების ბოძი არ დაიდგა სწორედ შენი კორპუსის წინ ან კიდევ, არ ამოივსო საგზაო თხრილი სწორედ შენ ქუჩაზე.

საკუთარი ქვეყნის ქონებაზე ზრუნვა არის სახელმწიფოზე ფიქრი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები