LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რესპუბლიკურ საავადმყოფოს დღეს 3 გამოჯანმრთელებული დატოვებს.: კიდევ 6 პაციენტის განმეორებით პასუხებს ელოდებიან

92
5e5a79235e072

რესპუბლიკური საავადმყოფოში კიდევ 3 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ისინი კლინიკას დღესვე დატოვებენ. ამის შესახებ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ლევან გოფაძის თქმით, ამ დროისათვის კლინიკაში 31 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის ერთის მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა. მას სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნება. გოფოძე აცხადებს, რომ კლინიკაში კიდევ 6 პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

„ახალი პაციენტი არ გვყავს. გუშინ ჩვენთან გადმოიყვანეს პაციენტი, მაგრამ მას უკვე დადგენილი ჰქონდა კოვიდინფექცია. დიალიზი სჭირდებოდა და ჩვენს კლინიკას აქვს დიალიზის საშუალება. დღეს სამ პაციენტს გავუშვებთ. ექვს კი უტარდება განმეორებითი ტესტირება.

გვყავს ისევ კრიტიკულად მძიმე პაციენტი, რომელიც მართვით სუნთქვაზეა, მრავლობითი თანმხლები დაავადებით, გულის უკმარისობით. აქ იყო დისტრეს სინდრომი და ნელ-ნელა გამოდის პაციენტი დისტრეს სინდრომიდან. თუმცა რჩება სხვა მძიმე დაავადებები, მათ შორის, გამოიყოფა ინსულტის ნიშნებიც. სათანადო კვლევებით, შედარებით დასტაბილურდა პაციენტი, მაგრამ ჯერ პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. დანარჩენ პაციენტებს რაც შეეხება, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

პოპულალურები