LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევაზ ბოჭორიშვილი: „ჯანდაცვის მინისტრად წოდებულმა ისეთები დააბრეხვა ვაქცინაციაზე, ანტივაქსერების ბანაკში ფეიერვერკებს აწყობენ…“

2058
revazbochorishvili2010

საფრანგეთში მოღვაწე მეან-გინეკოლოგი, რევაზ ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ბოლოდროინდელ განცხადებას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში იმუნიზაციის პრობლემა არ არის და აცრისას რიგებშიც ინფიცირდებიან ადამიანები და წერს:

ქვეყანაში მთავარი პრობლემა იმუნიზაცია არ არის, ამ პროცესშიც ხშირია ინფიცირება: ეკატერინე ტიკარაძე

„საინტერესო დამთხვევაა.

დღეს ჯანდაცვის მინისტრად წოდებულმა ისეთები დააბრეხვა ვაქცინაციაზე, ანტივაქსერების ბანაკში ფეიერვერკებს აწყობენ ?

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა კი (რომელიც თავად ექიმია, ნამდვილი), ასევე დღეს, კამერების წინ აცრა თავისივე კოლეგა, ერთ-ერთი მინისტრი, 5 თვის ორსული ქალი (აქვე პასუხი უამრავ კითხვაზე ორსულების აცრასთან დაკავშირებით).

https://www.lci.fr/…/video-covid-19-coronavirus-panemie…

ასე საჯაროდ უკვე მეორედ ცრის თავად ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც მუდამ  წინა ხაზზეა ეპიდემიის დასაწყისიდან, ბოლო პერიოდში კი მართლა დაუცხრომლად აკეთებს ვაქცინაციის პროპაგანდას, პოპულარიზაციას და ხელისუფლების ბოლო, პოლიტიკურად სარისკო გადაწყვეტილებებს იცავს დაუღალავად…

ჰოდა, დღევანდელი დღის მონაცემებით მოსახლეობის 57,7%-ია სრულად აცრილი და ზაფხულის ბოლოს 70%-ს ვარაუდობენ. შესაბამისად, პასტერის ინსტიტუტის დღევანდელი პროგნოზები მეოთხე ტალღის სიმძლავრესთან დაკავშირებით უფრო ოპტიმისტურია, წინა გათვლებთან შედარებით“.

https://www.bfmtv.com/…/hausse-de-la-vaccination-pass…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები