LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რევოლუციის გარეშე ვერაფერი დალაგდება- ლევან ვასაძე

220
9f5dcb0beaf0cd72f751154782868bec-XL

პარლამენტის შენობასთან, რუსთველის გამზირზე კანონპროექტის ჩაგდების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე ეხმაურება და მიმდინარე პროცესებს საღვთო კანონს უკავშირებს.

ვასაძეს ამბობს, რომ ეს დაპირისპირება იმის გამო ხდება, რომ ხელისუფლებამ ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება არ აკრძალა.

,,როგორც გასულ ზაფხულს პრაიდის მცდელობას მოჰყვა არეულობა ქვეყანაში, იგივე ხდება ახლაც რუსთაველის პროსპექტზე, უარესი მოხდება ვშიშობ, რადგან ზაფხულში სახელმწიფომ ისმინა ერისა და ეკლესიის ხმისა და გააუქმა ის პრაიდი, ახლა კი არა. არავინ იცის რა ფორმით წარიმართება არეულობა და რამდენ ხანს გაგრძელდება,”- განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის თქმით, გამოსავალი რევოლუციაშია.

“ვშიშობ, რომ ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება, თუ კიდევ გარედან რაიმე სასჯელი არ გვეწვია, ჩვენი ქცევის სანაცვლოდ მაგალითად, მორიგი ომის სახით. არაა გამორიცხული, ამ მორიგ ყირაობაში ბიძინა ამერიკელებმა მაინც გასვან და უარესი ლიბერალები დაგვიბრუნონ, რომც მოხდეს, მერე მაგ ლიბერალები დიდხანს ვერ ითამაშებენ ხალხის მეგობრების როლს და ისევ ჩვეულ ტერორს მიჰყოფენ ხელს, რასაც უკვე აუცილებლად მოჰყვება მათი ლინჩის წესით გასამართლება ხალხის მხრიდან. ჯერჯერობით დავაკვირდეთ ლიბერალური დემონოკრატიის თვითგანადგურების ტრაგიკომედიას, რომელიც რუსთაველზე მორიგ მოქმედებაში მიმდინარეობს,”- განაცხადა ლევან ვასაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას არა პოლიტიკური ოპოზიცია, არამედ ანტისახალხო ოპოზიცია ჰყავს.

,,ოპოზიცია, რომლის ზომაც კადრში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობით აღირიცხება, არ არის სახალხო”- ამბობს ვიდეომიმართვისას ვასაძე.

https://www.facebook.com/wcf10/videos/939192863119111/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები