LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზერვების შევსებას გაცვლით კურსზე არ უმოქმედია – ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

91
1558683609458616

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებას არც გაცვლით კურსზე და არც ეკონომიკურ ზრდაზე არ უმოქმედია.

როგორც კობა გვენეტაძემ, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ინტერვენციებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები და აუცილებელი იყო შევსება.

„საქართველოს ეროვნული ბანკი სამხრეთ კავკასიის და შუა აზიის რეგიონში იყო ერთადერთი ეროვნული ბანკი, რომელსაც ჰქონდა არაადეკვატური რეზერვები. ჩვენი ინტერვენცია ყოველთვის არის გააზრებული კონტექსტში და მინდა გითხრათ, რომ არც ერთ ინტერვენციას, რომელიც განხორციელდა გაცვლითი კურსის მიმართულება არ შეუცვლია. მიუხედავად ამ ინტერვენციებისა, სავალუტო კურსი იქნებოდა ის, რაც იყო. როდესაც ბაზრისათვის საჭირო გახდა, გავყიდეთ რეზერვები “,-აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, სებ-ი პოლიტიკის განხორციელების დროს ორიენტირებულია საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე და სჭირდება ადეკვატური რეზერვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები