LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზოლუციის მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში რჩება: სახელმწიფო მინისტრის აპარატი

59
715x400 (2)

“რეზოლუციის მიღება ადასტურებს, რომ საქართველოს საკითხი და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმის დღის წესრიგში კვლავ რჩება და საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს.” – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას რეზოლუციას აფასებს.

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

უწყებაში აღნიშნავენ, რომ რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს დევნილი მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს, უპირველესად კი ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას.

“რეზოლუცია გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს და ხაზს უსვამს დევნილთა საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების აუცილებლობა. აღნიშნული დებულება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი პერიოდით ჩაკეტვის შედეგად ახალგორის რაიონსა და მთელ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე.” – აცხადებენ სახელმწიფო მინისტრის აპარატში.

შეგახსენებთ, 16 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოსა და მსოფლიოს 56 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია – “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” რეზოლუცია მიიღო. ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს გმობს, ადასტურებს დევნილთა უფლებას – ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნდნენ და მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას უსვამს ხაზს.

გენერალურმა ასამბლეამ რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმო – პრემიერი გაეროს გზავნილს მიესალმება