LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიჩარტ ვიზუალი გალერეა ვერესთან თანმშრომლობით, ახალგაზრდა ხელოვანის – ჯულია სანიკიძის სოლო შოუს წარადგენს

112
201300564-4148458908526358-996186842865306960-n

რიჩარტ ვიზუალი გალერეა ვერასთან თანამშრომლობით ახალგაზრდა ხელოვანის, ჯულია სანიკიძის ერთ დღიან საპრეზენტაციო შოუს წარადგენს. გამოფენაზე ხელოვანის მხატვრული სამყარო, გამორჩეული ხედვა და შემოქმედებით ძიებაა წარმოდგენილი.

ჯულია სანიკიძე ახალ სტილს ამკვიდრებს მხატვრობაში. მისი “მოჩითული ფიგურები” მიღმიერი, წარმოსახვითი სამყაროდან განსხეულებულად ბრუნდებიან მნახველთან. აქ ორნამენტის არქაული გაფორმებითი მნიშვნელობა კონცეპტუალური გადაწყვეტა ხდება – დაჩითვა ეს მხატვრის გამიზნული ვიზუალიზაცია და მისი შემოქმედების ნიშან-სიმბოლოა. ამგვარად მოჩითული სამყარო მეტაფორული კოდირების ნაცვლად ხელოვანის პერსონიფიცირებულ ხედვაზეა აგებული. ჯულია სანიკიძის ანიმალისტური ნამუშევრები ფრინველები და ცხოველები გაპიროვნების გზით ამყარებენ კავშირს რეალურ დროსთან. ამასთანავე, მხატვრის ფემინური უსახო, მაგრამ მოჩითული სხეულები ყოველგვარ კონკრეტულზე უარის თქმაა. ამგვარ უარყოფაში ფიგურატიული ფორმა ეგზისტეციალურ საწყისს უბრუნდება. სამყაროსთან მიბრუნება და ემოციური ღია კავშირის დამყარება საგრძნობია ხელოვანის სხვადასხვა მხატვრულ კომპოზიციაში. აბსტრაქტულ ტილოებსა და არაფიგურატიულ სერიებშიც ფერისა და ფორმის მგრძნობელობა ფიქრის, ემოციის საწყისად წარმოგვიდგება.

ჯულია სანიკიძის ძალზე სახასიათო შემოქმედება ხატოვან, მკაფიო ვიზუალურ ნიშნულებად იჭრება მნახველის ცნობიერებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები