LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის გვირაბში მოძრაობა იზღუდება

209
booo

რიკოთის გვირაბში ავტომობილები დროებით ვეღარ გადაადგილდებიან.პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 08:00-დან 18:00 სთ-მდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე, ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები