LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის უღელტეხილი ნაწილობრივ ჩაიკეტა

140
რიკოთის გვირაბი

რიკოთის უღელტეხილი ნაწილობრივ ჩაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც „ფორტუნას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, მიზეზი  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან, გზის მიმდებარე ფერდზე მიწის ნაწილის ჩამოჩლაა, რის გამოც ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე.

„აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რიკოთის უღელტეხილზე საცობია. როგორც „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ხალხი ვერ ახერხებს დასავლეთში ჩასვლას და ხმის მიცემას.

ვიდეო: ეს ხდება ახლა რიკოთზე, ხალხი ვერ ახერხებს დასავლეთში ჩასვლას და ხმის მიცემას: ზურაბ ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები