LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიკოთის უღელტეხილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

777
fjerju

რიკოთის უღელტეხილზე ანტალია-თბილისის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი მოძრაობისას გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ავტობუსში მძღოლის ჩათვლით 5 ადამიანი იმყოფებოდა.თურქული სანომრე ნიშნებით ავტობუსი თურქეთიდან თბილისის მიმართულებით მოდიოდა.

უწყების ცნობით, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ხანძრის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები