რკინიგზელტა ახალი პროფკავშირები ავრცელებს ინფორმაციას, რომ რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე სამუშაო ობიექტი ჩამოინგრა. არსებული ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ სამი მუშა მოჰყვა.  ორგანიზაციის განმარტებით, ორი მსუბუქად დაშავდა, ერთი კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

“დღეს რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელსაც ჩინური კომპანია აწარმოებს, სამუშაო ობიექტის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევაში დასაქმებულები მოჰყვნენ, მათგან ერთი მსუბუქად დაშავდა, ხოლო ერთი დაშავებული ქუთაისის რეფერარულ საავადმყოფოშია გადაყვანილი“, -ნათქვამია ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05