LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიო მზად არის, მაგრამ… არც არის

87

საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მიაჩნია, რომ ბრაზილია მზად არის 2016 წლის ზაფხულის თამაშების სამასპინძლოდ. ამის შესახებ წერია სოკ-ის პრეს-რელიზში.

“ოლიმპიადის გახსნამდე თითქმის 100 დღეა დარჩენილი. ბრაზილიაში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, დარწმუნებულნი ვართ, რომ ქვეყანა მზად არის წარმატებით ჩაატაროს ოლიმპიური თამაშები”, – განაცხადა საერთაშორისო კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის თავმჯდომარემ ნავალ ელ-მუტავაკელმა.

სოკ-მა კმაყოფილება გამოთქვა ოლიმპიური ობიექტების მდგომარეობით – მათი მზადების ხარისხი 98 პროცენტს შეადგენს. დადებით დასკვნას ხელი შეუწყო სატესტო ტურნირებმა ოლიმპიურ არენებზე, რომლებმაც სპორტსმენებისგან მოწონება დაიმსახურეს.

ოლიმპიური თამაშები რიო-დე-ჟანეიროში 5-21 აგვისტოს გაიმართება.

ამ ინფორმაციის პარალელურად, რიო-დე-ჟანეიროში ჩამოინგრა ველობილიკი, რომელიც სპეციალურად ოლიმპიური თამაშებისთვის იყო აგებული.

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც კონსტრუქციას, რომელიც ველობილიკს აკავებდა, ოკეანის ტალღა დაეჯახა. გამოცემა O Globo-ს ინფორმაციით, ბილიკზე მყოფი რამდენიმე ადამიანი ძირს ჩავარდა და სანაპიროს კლდეებს დაენარცხა. გარდაიცვალა ორი ადამიანი, სამი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ჩამონგრეული ნაწილის სიგრძე დაახლოებით 50 მეტრს უდრის.

4 კილომეტრი სიგრძის ველობილიკი “ტიმ მაია” 2016 წლის იანვარში გაიხსნა. მისი ღირებულება – 44.7 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები