LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რის გამო დატოვა რატი დურგლიშვილმა იძულებით „ცეკვავენ ვარსკვლავები“ (ვიდეო)

rati-durglishvili

რატი დურგლიშვილმა „ცეკვავენ ვარსკვლავები“ დატოვა. მან ეს ნაბიჯი იძლებით გადადგა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „იმედს“ განუცხადა.

რატი:

„პირველი ლაივიდანვე მივიღე ტრავმა. ექიმთან კონსულტაციის შემდეგ გავიგე, რომ აღმომაჩნდა გენეტიკურად სუსტი მუხლი. ეს შეიძლება ჩაწყნარდეს, მაგრამ როდის იჩენს თავს,ა რავინ იცისო. ლაივიდან ლაივამდე ტკივილგამაყუჩებლებით მოვდიოდი. ბოლო ცეკვა, რომელიც მომიწია, საოცრად რთული იყო, ბევრი მოძრაობით დატვირთული. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ფეხმა დატვირთვას ვერ გაუძლო. მიიღე გადაწყვეტილება, სულ რომ არ გავაფუჭო საქმე, ჯობს, გამოვეთიშო პროექტს“.

ვინაიდან, რატიმ პროექტი ტრავმის გამო დატოვა, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გუშინდელი ლაივზე, ყველა სხვა მონაწილემ ადგილი შეინარჩუნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები