LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რით ხსნის ასტროლოგი სოფია ბზეკალავა იანვრის ტრაგიკულ შემთხვევებს

sofia_bzekalav

იანვარში „დაბნელებების კორიდორი“ დასრულდა, 2019 წლის დასაწყისი საქართველოსთვის საკმაოდ მძიმე იყო… როგორც ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ამბობს, 2020 წლის მარტამდე, როცა პლანეტა სატურნი თხის რქაშია, აქტუალური იქნება პროფესიონალიზმის საკითხი, რაც ამ ბოლო დროს ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გახდა…

„დაბნელებების კორიდორი“ დასრულდა, იანვარი ძალიან რთული იყო, თუმცა ტრაგიკული შემთხვევების სერია გრძელდება. ასტროლოგიურად როგორ ამართლებთ ამას?

სოფია ბზეკალავა:

ადამიანების გონება ისეა მოწყობილი, რომ ნეგატიურზე უფრო რეაგირებს. დაბნელებების პერიოდი კულმინაციას ემთხვევა, რაღაცები გროვდება და იფეთქებს ხოლმე. აქ უფრო მეტად პროცესთან გვაქვს საქმე. სატურნი ახლა თხის რქაშია და 2020 წლის მარტამდე იქ იქნება. არა მხოლოდ მე, არამედ ბევრმა ჩემმა კოლეგამაც თქვა, ხშირად, თუკი ასეთ დროს ქვეყანაში ხელისუფლება არ შეიცვალა, მაშინ დიდი ცვლილებები მიდის ხოლმე სახელისუფლებო ეშელონებში. მივდივართ ასეთი ტენდენციისკენ – უნდა ამაღლდეს მოთხოვნა პროფესიონალიზმზე. გაიცხრილება არა მხოლოდ ის კომპანიები, რომლებიც კონკრეტულ ტრაგედიებში არიან დამნაშავენი.

ყველა დამეთანხმება, რომ საქართველოში ზოგადად, სამსახურებრივი გულგრილობის პიკი გვაქვს. თუკი არ იპოვე მაღალი ეშელონებიდან ადამიანი, ვინც პრობლემას გადაგიწყვეტს, ჩვეულებრივ მოქალაქეს დაუცველობის შეგრძნება გაქვს. რეალურად მიდის პროფესიონალების დაფასების პროცესი. ყველა ადამიანს უნდა მოეთხოვოს საქმის პირნათლად შესრულება.

აქამდე, სამწუხაროდ, მტკივნეული პროცესებით მივდივართ. სატურნი კი არ ცდილობს, ვინმე დასაჯოს, მაგრამ ამ ეტაპზე საზოგადოების დაპრესვა ხდება შიშით, რადგან სატურნი შიშებთან ასოცირდება. დააკვირდებით, ალბათ, ბოლო ერთი თვე საზოგადოებაში დიდი პანიკაა, ზოგიერთი შიში რეალობას არ ასახავს, მაგალითად, „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის“ შემთხვევა გავიხსენოთ, გავრცელდა ხმა, რომ წყალი მოწამლულია და ეს ცრუ ინფორმაცია რეკორდულ დროში აიტაცეს.

ამ დრომდე რომ არ გვქონია შესაბამისი რეაქცია კონკრეტული კომპანიების გულგრილობაზე, ახლა უკვე ყველას ეშინია, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს შეეხებათ… სავარაუდოდ, ხალხი მოითხოვს, რომ კომპანიებში აიწიოს მოთხოვნამ პროფესიონალებზე. დააბრუნებენ ასაკოვან და გამოცდილ ადამიანებს, რომლებიც სამსახურებიდან გაუშვეს და მათ ადგილას ახალგაზრდები მოიყვანეს.

ეს არის ძალიან დიდი პროცესები, ერთი სიტყვით ვერ ავხსნით. რატომ ხდება ეს დანაკარგებით? ხშირად ხდება ისე, რომ სერიოზული კატაკლიზმა უნდა მოხდეს, რომ ადამიანები გამოფხიზლდნენ და პრობლემებს სხვა კუთხიდან შეხედონ. სანამ თავში არ მოგვხვდება, ვერ ვხვდებით, რომ სადღაც რაღაც დალპა და შესაცვლელია. სატურნი გამოირჩევა ამით, გვპრესავს, რომ რაღაც საკითხის გადაწყვეტამდე მიგვიყვანოს. საბოლოო ჯამში, ეს უკეთესობისკენ მიგვიყვანს.

რაც შეეხება ახლანდელ ტრანზიტებს – მარსი-პლუტონის კვადრატია ამ ეტაპზე. ეს , პირდაპირი გაგებით, აფეთქებებზე არ მიუთითებს, მაგრამ საკმაოდ რთული ტრანიზიტია. ადამიანებს ვურჩევ, მოზომონ ამბიციები, აგრესიის მაჩვენებელია მაღალი. მეტ-ნაკლებად ფრთხილად უნდა გაიაროთ ეს პერიოდი.

ამ ეტაპის დაბნელებები დასრულდა, მაგრამ წინ გველოდება ივლისი და დეკემბერი, როცა დაბნელებები ისევ იქნება. ყველა თავის საქმეს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს და ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე.

ზოდიაქოს ნიშნებიდან ვისთვისაა რთული ახლანდელი პერიოდი?

ახლა მერწყულებისთვისაა რთული პერიოდი, ცოტა მერე თევზებს ექნებათ, თუმცა ეს მაინც ძალიან ინდივიდუალურია.

თებერვალი როგორი იქნება?

განსაკუთრებით მძიმე ტრანზიტები არ არის, მაგრამ საზოგადოებაში დამკვიდრებულია შიშები. სატურნი თხის რქაში რჩება 2020 წლის მარტამდე, ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. 2019 წლის ბოლოს უნდა შეუერთდეს ძალიან მნიშვნელოვან პლანეტას, პლუტონს, ამიტომ მოხდება წმენდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ხელისუფლებების მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნები გაჩნდება, ძველის ჩამოშლა და ახალი ნიადაგის მომზადება იქნება აქტუალური.

დაბოლოს, მინდა გავამახვილოთ ყურადღება, რომ ძალიან ბევრი კარგიც ხდება და ნუ აჰყვებით პანიკას.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები