LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიყის დოქები ვერ გაიყიდა

543
rike23-850x560

წინა ხელისუფლების მიერ დედაქალაქის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ ნიმუშად წოდებული “რიყის დოქები”, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გასაყიდად გაიტანა, ისევ ვერ გაიყიდა. მას დანგრევის საფრთხეც დაემუქრა, თუმცა საბოლოოდ გასხვისება გადაწყდა, რა თქმა უნდა, კონკრეტული პირობებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ “რიყის დოქების” გასაყიდად ტენდერი 6 თებერვალს გამოაცხადა, განსაზღვრული ერთთვიანი ვადით. ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა. აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი ამ დროისათვის არავინ გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ ობიექტის საწყისი ღირებულება 95 მილიონი ლარი იყო. ამასათან, საპრივატიზებო მოთხოვნების მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვის ვადაში შეექმნა მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც მოიაზრებოდა თეატრი, საგამოფენო-საკონფერენციო სივრცე და სასტუმრო. ინვესტორის ვალდებულებაში შედიოდა 10 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება.

“რიყის დოქები” 1 ლარადაც არავის უნდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები