LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ აჰმედი ცოლს წითელ ხალიჩაზე თმას უსწორებს – წლის რომანტიკული კადრი „ოსკარებიდან“

144
rizahmed

წლევანდელი „ოსკარის“ ნომინანტი, მსახიობი რიზ აჰმედი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების ყურადღების ცენტრში მოექცა. ის ცერემონიაზე მეუღლესთან, ფატიმასთან ერთად გამოჩნდა და წყვილმა ცერემონიის ყველაზე რომანტიკული წყვილის სტატუსიც მიიღო. საქმე ისაა, რომ ფოტოგრაფების ობიექტივში მოხვდა კადრები, როგორ უსწორებს თმას მეუღლეს აჰმედი, ფოტოსესიის დაწყების წინ. მან ჯერ ფოტოგრაფებს სთხოვა, ორი წუთი მოეცადათ, რათა მეუღლისთვის ფოტოების გადაღების წინ თმები შეესწორებინა.

წელს რიზ აჰმედი „ოსკარზე“ ფილმით „მეტალის ხმა“ მამაკაცის მთავარ როლზე იყო წარდგენილი, წელს „ოსკარი“ ამ კატეგორიაში ენტონი ჰოპკინსს გადაეცა.

ოსკარი 2021

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები