LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რიზ უიზერსპუნი თოჯინა ბარბის შემქმნელის როლს შეასრულებს

249

ოსკაროსანი მსახიობი რიზ უიზერსპუნი მთავარ როლს შეასრულებს ფილმში „ბარბი და რუტი“ და ასევე ფილმის პროდიუსერიც იქნება.  ფილმი ლეგენდარული ბარბის შემქმნელის, რუტ ჰენდლერის ისტორიას მოგვითხრობს. პროექტს საფუძვლად უდევს რობინ გერბერის ბიოგრაფიული წიგნი „ბარი და რუთი: მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თოჯინა ბარბის და ქალის ისტორია, რომელმაც ის შექმნა“. წიგნის ეკრანიზაციის უფლება კინოკომპანია Bold Films-მა მოიპოვა.

რუტ ჰენდლერმა თოჯინების წარმოება მეუღლეთან ერთად დაიწყო. ბარბის პირველი თოჯინა კომპანიამ 1959 წელს წამოადგინა და სახელი რუთის ქალიშვილის საპატივცემულოდ დაერქვა. მიუხედავად იმისა, რომ თოჯინამ ფორმების გამო დიდი კრიტიკა გამოიწვია, უკვე 60-იან წლებში მისი გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა 100 მილიონს გადააჭარბა. თოჯინა არაერთხელ გამხდარა ანიმაციური ფილმების პერსონაჟი, კინოკომპანია Sony Pictures კი, უკვე რამდენიმე წელია ცდილობს მასზე ფილმის გადაღებას. სცენარს ამ მომენტისთვის დიაბლო კოდი წერს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები