LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რკინიგზის აუცრელ თანამშრომელს, ყოველ ორშაბათს ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენა მოუწევს: საქართველოს რკინიგზის პროტოკოლი დასაქმებულებისთვის

41
საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაცია, თანამშრომლებისთვის სპეციალურ ბრძანებას გამოსცემს. ამის შესახებ რკინიგზის ადმინისტრაცია საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.

1. დასაქმებულმა, რომელსაც არ ჩაუტარებია Covid-19 საწინააღმდეგო აცრა, უზრუნველყოს ყოველი კვირის ორშაბათს, გამოცხადებამდე არაუგვიანეს 48 საათის პერიოდში ჩატარებული Covid-19 ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;

2. დასაქმებულს, რომელსაც არ აქვს ჩატარებული Covid-19_ის საწინააღმდეგო ვაქცინა (ერთი ან ორი დოზა) და ისარგებლებს შვებულებით, შვებულების დასხრულების შემდეგ, უშუალო ხელმძღვანელთან უნდა წარადგინოს PCR ტესტის პასუხი (არაუგვიანეს გამოცხადებამდე 72 საათის განმავლობაში);

3. დასაქმებულს, რომელიც აიცრება Covid-19_ის საწინააღმდეგო ვაქცინით, ეძლევა უფლება ვაქცინაციის ჩატარებიდან 48 საათი 9პირველი და მეორე დღე), არ გამოცხადდეს სამუშაოზე. გაცდენილი საათები ჩაეთვლება საპატიოდ და ანაზღაურდება;

4. დასაქმებული, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ იტარებს ვაქცინაციას, ვალდებულია შესაბამისი ცნობა წარუდგინოს სამედიცინო დეპარტამენტს;

5. დასაქმებულებმა, რომელებმაც გადაიტანეს კორონა ვირუსი, წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების გავრცელება იწყება გამოჯანმრთელების დღიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდგომ;

6. დასაქმებული, რომელიც Covid-19_ით ინფიცირებულთან კონტაქტის გამო, ასევე, სიმპტომური გამოვლინების, საზღვრის კვეთის და/ან ვირუსის დადასტურების შემთხვევაში მიმართავს თვითიზოლაციას, ვალდებულია შეატყობინოს ადმინისტრაციას და შეტყობინებაში მიუთითოს მისამართი, რომელზეც იმყოფება იზოლაციის პერიოდში;

7. დაევალოს კონტროლის, მონიტორინგისა და ინსპექტირების დეპარტამენტს, უზრუნველყოს თვითიზოლაციაში მყოფი პირების მხრიდან იზოლაციის პირობების დაცვის კონტროლი;

8. დაევალოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს უზრუნველყონ დასაქმებულების ინფორმირებულობა და ვაქცინაციის მსურველთა დახმარება;

9. დაუშვებელია თვითიზოლაციაში მყოფი პირების სამსახურში გამოძახება!

10. დასაქმებულების მხრიდან ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კერძოდ ტესტის პასუხის არ წარმოდგენის პირობებში, დასაქმებული არ იქნება დაშვებული სამუშაოზე, რა შემთხვევაშიც აღნიშნული დღეები ჩაითვლება არასაპატიო გაცდენაში რისი განმეორების შემთხვევაშიც, შესაძლოა დამსაქმებელმა გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შინაგანაწესით გაწერილი ზომები;

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ატაროთ პირბადე და დაუყოვნებლივ ჩაიტაროთ ვაქცინაცია!

შეგახსენებთ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში, ვირუსით გარდაიცვალა 47 და დაინფიცირდა 6 208 ადამიანი

გავუფრთხილდეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს” – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის ადმინისტრაციის განცხადებაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები