LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ ატკინსის დიეტა, როემელიც 2 კვირაში 7 კილოგრამს დაგაკლებინებთ

824

ამერიკლი ექიმს, რობერტ კოლმან ატკინსს თავად აწუხებდა წონის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ის კარდიოლოგი გახლდათ, ექიმმა აქტიურად დაიწყო მუშაობა კვებით პრობლემებზე და მალევე საკუთარი დიეტა შექმნა, რომლის წყალობითაც 2 კვირაში 7 კილოგრამი დაიკლო. ჟურნალმა “ფორბსმა” ატკინსის დიეტა მსოფლიოს საუკეთესო დიეტების 10-ეულში შეიყვანა.

ატკინსის დიეტა მხოლოდ 2 კვირას გრძელდება და მისი გამეორება ნახევარ წელიწადში ორჯერაა რეკომენდებული.

საუზმე

ატკინსი ამბობს, რომ საუზმის მიღებამდე ნახევარი საათით ადრე აუცილებელია ერთი ჭიქა წლის დალევა, რათა კუჭ-ნაწლავის ტრაქტმა უკეთ შეძლოს მიღებული საკვების გადამუშავება. წყალი არ უნდა იყოს ცივი ან გაზირებული:

იოგურტი და ხაჭო

ამ საკვების მერე, რომელიც სწრაფად გადამუშავდება, ორგანიზმი მალევე გთხოვთ საკვებს. ამიტომ ატკინსი გირჩევთ 1 საათში მცირე დოზით ხილი მიირთვათ. ეს შეიძლება იყოს ქლიავი, მსხალი ან ფორთხალი.

სადილი

ატკინსი ამბობს, რომ სადილამდე ასევე სასურველია ერთი ჭიქა წლის მიღება. აქ სადილის სამი ვარიანტია წარმოდგენილი და თითოეული გთავაზობთ ნახშირწლებს მცირე დოზით.

ორთქლზე მოხარშული თევზი ბრინჯითა და კიტრით;

ან თევზის წვნიანი სოკოთი, პომიდვრით, ერთი ნაჭერი პურით და მცირე რაოდენობის ხილით, რომელსაც დესერტის სახით მიირთმევთ;

ან 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი შავი ბრინჯითა და მწვანე სალათით;

ვახშამი

მნიშვნელოვანია, რომ ვახშამი მიიღოთ დაძინებამდე 3 საათით ადრე.

ზღვის პროდუქტებისგან მომზადებული სალათი ნივრით, მოხარშული კვერცხი, მცენარეული ზეთი და შავი ბრინჯი;

ან 250 გრამი მოხარშული ქათმის გულმკერდი გრეიფრუტის წვენით;

ან 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, ყვავილოვანი კომბოსტოსა და ბროკოლის სალათა;

ან გაზქურაში  გამომცხვარი თევზი პომიდვრით, კიტრით, მქვანე სალათით, თხილითა და კვეცხით;

სპეციალისტები ამბობენ, რომ ატკინსის დიეტის წარმატება იმაშია, რომ ის არ იწვევს შიმშილის გრძნობას და ადვილი დასაცავია. ამავე დროს ეს დიეტა არაა რეკომენდებული მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები