LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რობერტ სტურუას სპექტაკლს, რომელმაც კრიტიკა გამოიწვია, 27 მარტს კიდევ ერთხელ აჩვენებენ

428
robert sturua

27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს: „ბედი ქართლისა“. როგორც თეატრის „ფეისბუქ”-გვერდზეა მითითებული, ეს არაისტორიული ამბავი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ რობერტ სტურუას ამ ახალ სპექტაკლს ისტორიკოსების კრიტიკა მოჰყვა. მოგვიანებით თავად სტურუამ დაწერა, რომ ითამაშებდნენ სპექტაკლს მაყურებლებისთვის და მათ მოსაზრებასაც მოისმენდნენ.

შეგახსენებთ, რომ სპექტაკლის პირველი ჩვენება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

დასაწყისი 19:00 საათზე.

ბილეთები იყიდება: რუსთაველის თეატრის სალარო, bieltebi.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები