LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როცა ამ დიაგნოზს გაიგებთ, ასე ნუ მიდიხართ ადამიანების სანახავად” – გიორგი სუხიტაშვილმა კიბო დაამარცხა

20968
suxitashvilma

მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა 13 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზის შესახებ გაიგო. საკუთარ მძიმე ისტორიას სუხიტაშვილი ყვება გადაცემაში “პირადი ექიმი”.

როგორც თავად ყვება, სჯეროდა რომ ყველაფერი გამოუვიდოდა და ამან მის გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

33 წლის ასაკში მიიჩნევს, რომ აუცილებელია პრევენცია, ხშირი კონტროლი, მეტი ოპტიმიზმი, ღიმილი და ყურადღება.

“რომ არა ის პერიოდი, შეიძლება ამ თვალით არ შემეხედა ცხოვრებისთვის.

არ ვიცი საიდან მოვიდა, მოვიდა სიცოცხლის ჟინი და იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როგორც კი ნაკერები ამხსნეს, იქვე, საავადმყოფოს დერეფანში დავიწყე სირბილი, ვარჯიში,” – ამბობს სუხიტაშვილი.

ის სხვებს მოუწოდებს, რომ როდესაც ვინმეს დიაგნოზის შესახებ გაიგებენ, ნაკლებად ახლობელი ადამიანების მოსანახულებლად არ მივიდნენ.

“ასე ნუ მიდიან ადამიანების სანახავად, როგორც მოდიოდნენ ჩემთან. მაშინ ვნახე ადამიანები, რომლებიც არც მანამდე მინახავს და არც ამის შემდეგ. ეს არ არის კარგი” – ამბობს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები