LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ასაკი იტყუება: 49 წლის კაილი მინოუგი ოქროსფერ საღამოს კაბაში (ფოტო)

337

ცოტა ხნის წინ ავსტრალიელმა ლამაზმანმა კაილი მინოუგმა გულახდილად ისაუბრა საქმროსთთან დაშორების შესახებ და აღიარა, რომ დეპრესიით იტანჯებოდა. ამჯერად კი მომღერალი აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას დაუბრუნდა და არც ერთ მნიშვნელოვან ივენთს არ აკლდება. კაილი Echo Music Awards-ის ცერემონიას დაესწრო, რომელიც ბერლინში გაიმართა და წვეულების მთავარი გმირიც გახდა.

49 წლის მუსიკოსი ბრწყინავდა საღამოს ოქროსფერ კაბაში, რომელიც ფოტოგრაფებმა ყველა შესაძლო რაკურსით გადაიღეს. თავად მინოუგმა გოფრირებული კაბით დიდხანს იტრიალა წითელ ხალიჩაზე. მუსიკოსმა ოქროსფერ კაბას ამავე ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა. ანსამბლს კი გაშლილი თმა და მინიმალისტური მაკიაჟი ასრულებდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები