LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ბავშვები პრობლემური მჭამელები არიან – სამი შვილის დედის ნაპოვნი გამოსავალი

207
motherforchildren

როგორც წესი, ბავშვები პრობლემური მჭამელები არიან. ძალიან ხშირად ისინი უარს აცხადებენ ამა თუ იმ პროდუქტის მიღებაზე, რომელიც მათი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. ბავშვებისთვის სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბება კი დღემდე ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება მშობლებისათვის. თუმცა, ამ მხრივ იაპონელი ეტონი გამონაკლისია. მან შესანიშნავ მეთოდს მიაგნო. ეტონი ნამდვილ შედევრებს ქმნის სამზარეულოში. იგი საკვებს ისე აფორმებს, რომ მისი სამივე შვილი მას სიამოვნებით მიირთმევს.

ტოკიოელ ქალბატონს, რომელსაც 8, 10 და 12 წლის შვილები ჰყავს, კულინარიაში ან საკვების გაფორმებაში სპეციალური განათლება არ აქვს, თუმცა თუ მის ნამუშევრებს გადავხედავთ დავრწმუნდებით, რომ ის საჭმლის გაფორმების ხელოვნების, კიარაბენის ნამდვილი ოსტატია.

კიარაბენის ოსტატები საჭმელს ისე აფორმებენ, რომ იგი რომელიმე ანიმაციური ფილმის პერსონაჟს ან რეალურ ადამიანს ემსგავსება.

ქალბატონის განცხადებით, ბავშვებისთვის ორიგინალურად გაფორმებული საკვების მომზადება შუათანა ქალიშვილის გამო დაიწყო, რომელიც სხვებზე პრეტენზიული მჭამელი იყო, შემდეგ კი ეს საქმიანობა მის ჰობად იქცა.

„ყოველთვის, როცა ინგრედიენტებს ვუყურებ, ცხადად ვხედავ, თუ რომელი პერსონაჟი შეიძლება „მოვამზადო“ – ამბობს ეტონი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები