LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როცა ბავშვი სულ დამნაშავეა, ის დამნაშავედ იქცევა“!!! – ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს

doc

აზროვნების აკადემია“,  პროექტ სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციის ნაწყვეტს აქვეყნებს. ფსიქოლოგი დეტალურად უხსნის მშობლებს, რამდენად სახიფათოა ბავშვისთვის იმის განცდა, რომ ის სულ დამნაშავეა:

ეს ის დანაშაული არ არის, როდესაც მე თქვენ ფეხი დაგაბიჯეთ და ბოდიში მოგიხადეთ. ეს მშობლებისგან თავს მოხვეული დანაშაულია. მაგალითად, როდესაც ბავშვი სულ დამნაშავეა, უფროსი უმცროსთან. მერე უკვირთ, რატომ ჩხუბობენ, რატომ ცემენ ერთმანეთს. ეს იმიტომ ხდება, რომ ის სულ დამნაშავეა, რადგან უფროსია. ხან პატარაა, ხან დიდია და ვერ გაიგო, ვინაა. ეს თუ მას დიდი დოზით “ავკიდეთ”, სამომავლოდ ამის კომპენსირება ხდება დანაშაულით. მე თუ თავი დამნაშავე მგონია, მაშინ არამიშავს, ადეკვატური ვარ. ეს ბავშვის წონასწორობიდან გამოყვანაა. კრიმინოლოგიაში ცუდი ქცევის წინაპირობა ხშირად ბავშვობაში არსებული დანაშაული ხდება. მე თუ ცუდი ბიჭი ვარ, ამას შეგისრულებ, როცა გავიზრდები. ამას ვაკომპენსირებ ცუდი ქცევით.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები