LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ცუდი ბიჭი კარგ გოგოს ხვდება: Bad Boy – ყველაზე ფეთქებადი არომატი უკვე საქართველოშია

1476
maxresdefault

როცა ცუდი ბიჭი კარგ გოგოს ხვდება, ნამდვილი ჯადოქრობა და გალევება სწორედ მაშინ ხდება. ამ ყველა ემოციას ერთად კი ის ახალი არომატი გადმოსცემს, რომელიც პარფიუმერულმა კომპანიამ „ისი-პარი” ქართველ მომხმარებელს დღეს წარუდგინა.

Bad Boy სწორედ ასე ჰქვია Carolina Herrera-ს ახალ უნიკალურ არომატს, რომელიც დამატყვევებელი, სრულყოფილი და ფეთქებადია. სუნამო გვიყვება ისტორიას თანამედროვე, მეამბოხე სუპერ გმირზე, რომელმაც ზუსტად იცის, როგორ უნდა იყოს ისეთი ცუდი, როგორიც გოგონებს იზიდავთ.

როგორც „ფორტუნას” „ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხატია შამუგიამ განუცხადა, სუნამოს კონცეფცია არის შემდეგიძალიან კარგია, იყო ცუდი”.

„მოგეხსენებათ, კარგ გოგონებს ძირითადად ცუდი ბიჭები იზიდავთ და ისინი ერთად ქმნიან იდეალურ წყვილს. სწორედ ამ იდეალური წყვილის შესაქმნელად, მას შემდეგ რაც ბაზარზე Carolina Herrera-ს GOOD GIRL გამოჩნდა, ბრენდმა გადაწყვიტა Bad Boy-იც შეექმნა. ასე მივიღეთ ის იდეალური არომატი, რომლის შეძენასაც ჩვენს მაღაზიათა ქსელში უკვე დღეიდან შეძლებთ.

რაც შეეხება უშუალოდ სუნამოს – არომატი შეიქმნა ისეთი მამაკაცებისთვის, რომლებიც არ ემორჩილებიან წესებს, არ ეშინიათ არაფრის და აქვთ არჩეული საკუთარი გზა. ვფიქრობ, ქართველი მამაკაცებისთვის ეს არომატი იქნება ძალიან მისაღები, მათი ტემპერამენტიდან გამომდინარე- რადგან მათაც საოცრად არ უყვართ წესები და ცხადია, არ ემორჩილებიან მათ“, – ამბობს ხატია შამუგია.

მისივე თქმით, Bad Boy შეიძლება დავახასიათოთ სამი ნიშან-თვისებით: არის საკუთარ თავში დარწმუნებული, არაპროგნოზირებადი და თამამი. მამაკაცი, რომელიც ამ სუნამოს იპკურებს მუდამ მზად არის გამოწვევებისთვის და მიდის რისკზე.

აღსანიშნავია, რომ ფლაკონი, რომელშიც ჯადოსნური სითხეა მოთავსებული, ისეთივე ჯადოსნურია, როგორიც თვითონ არომატი.

Carolina Herrera-ს ამ ფლაკონის წარმოებამ გაუსწრო თანამედროვე ტექნოლოგიებს. მსოფლიოს ჯერ მსგავსი არაფერი უნახავს. როცა ეს ფლაკონი ხელში გიჭირავთ, საკუთარ თავს სუპერგმირად წარმოიდგენთ, ფლაკონი იწვევს შეგრძნებას სუპერგმირისას“,  -ამბობს ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

თავად არომატს რაც შეეხება, მას ორი მხარე აქვს- ნათელი და ბნელი და ის სწორედ ცუდი ბიჭის ხასიათს წარმოაჩენს. არომატის შემადგენლობაშია: წითელი და თეთრი წიწაკა, იტალიური მწვანე ბერგამოტი, კედარის ხე, ბობიტონკა და კაკო. ასე რომ, Bad Boy-ისთან ერთად ახალი თავგადასავალი იწყება.

შეგახსენებთ, Carolina Herrera-მ საკუთარ მომხმარებელს Bad Boy-ის მეორე ნახევარი სახელწოდებით – GOOD GIRL 2016 წელს წარუდგინა და აღნიშნულ არომატზე ინფორმაცია „ფორტუნამ“, ცხადია, მაშინაც მოგაწოდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები