LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი, სხვა პუნქტს არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არაადეკვატურია: ხვიჩია

60
იაგო ხვიჩია

“როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი, სხვა პუნქტს არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია,” – ამის შესახებ, პარტია “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, პარტია სრული შემადგენლობით პარლამენტში შევა.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ ამნისტიის კანონპროექტს მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია კი შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

როგორც “გირჩის ” წევრი აცხადებს, მაშინ, როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი, სხვა პუნქტს არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, ეს არაადეკვატურია:

“ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია, თუ როგორ უყურებს კანონპროექტს და ასევე შემოდის თუ არა პარლამენტში, ეს იქნება მნიშვნელოვანი იმის მიუხედავად, მოგვწონს თუ არა. ამნისტიის კანონპროექტი მიღებული უნდა იყოს კონსესუსის სახით, მრავალპარტიული მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. ვეცდები, ამის მიღწევას, მაგრამ არ ვიცი, “ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია. მათი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება შეთანხმების სრულყოფილად რეალიზებისთვის.

თქვენ მეკითხებით, “ნაციონალური მოძრაობა” უნდა შემოვიდეს თუ არა პარლამენტში? რასაკვირველია. როცა ხელშეკრულების ერთ პუნქტს დათანხმდი, სხვა პუნქტს არ თანხმდები და პროცესის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებ, არარაციონალურთან ერთად, არაადეკვატურია. მგონია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” სრული შემადგენლობით პარლამენტში შემოვა.” – განაცხადა მან.

ხვიჩიას თქმით, ამნისტიის შესახებ კანონი მიღებული უნდა იყოს და შარლ მიშელის დოკუმენტი რეალიზებული.

პოპულალურები