LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა ხორცი 15 %-ით, პური- 6.6 %-ით, ხილი კი 32%-ით გიძვირდება – ქვეყანაში ფასებმა კიდევ აიწია

123
WhatsApp-Image-2019-10-04-at-10.15.24

2019 წლის დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხორცი 15 %-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური დეკემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს. 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.

ერთი წლის განმავლობაში ქვეყანაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 პროცენტი);

ბოლო ერთ წელში, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება. სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები