LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა “ნაციონალური მოძრაობა” მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან პლაკატებს ებრძვიან: ირაკლი კობახიძე

92
ირაკლი-კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე დღეს მომხდარი თავდასხმა, თავად პარტიის მიერ იყოს ორგანიზებული, რადგან “ყოველთვის, როცა “ნაციონალური მოძრაობა” მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავს, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვის”.

მისივე განცხადებით, “რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში ის, რომ ოპონენტმა ესროლოს „ნაცმოძრაობის პარტიას”.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისს ავტომობილიდან იარაღით ესროლეს – პარტიის პრესსამსახური

„მე რაღაც ინფორმაცია მაქვს ამასთან დაკავშირებით, თუმცა ყველაფერი შესაბამისმა უწყებებმა უნდა განაცხადონ. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებას ექნება შედეგი. მგონია, რომ გამოძიება წარმატებით წარიმართება და მე ეს მგონია იმ ინფორმაციიდან გამომდინარე, რაც უკვე მაქვს, თუმცა, დაველოდოთ. ყოველთვის, როცა „ნაციონალური მოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაში ვარდება, ხან საკუთარ ოფისებს წვავენ, ხან საკუთარ პლაკატებს ებრძვიან და ა.შ. რატომაც არა, სხვა ლოგიკა სად არის. რომელ სულელს უნდა მოუვიდეს თავში ის, რომ ოპონენტმა ესროლოს „ნაცმოძრაობის პარტიას“. იმისთვის გააკეთეს, რომ დღეს კითხვები ისმება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობის“ პლაკატი „დაჭრეს“ და „ნაცმოძრაობას“ ერჩის „ქართული ოცნება“. ნუ, სისულელეა“, – განაცხადა კობახიძემ.