LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა პარკში სეირნობისას ჯულია რობერთსს გადაეყრები (ფოტო)

5019
julia-newsw344354342425

ის, რომ ჯულია რობეთსი უმაკიაჟოდაც ფანტასტიკურად გამოიყურება, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდით. ამჯერად 52 წლის ვარსკვლავი მალიბუს პარკის დამსვენებლებმა გადაიღეს. ის მოულოდნელად შენიშნეს, როცა ოსკაროსანი ვარსკვლავი პარკში მარტო მისეირნობდა.

ჯულიამ ცივ ამინდში სასეირნოდ დინოზავრის გამოსახულებით თბილი სვიტერი, ჯინსის შარვალი, ბათინკები და ნაქსოვი ხელთათმანი შეარჩია.

მოგვიანებით ჯულიას მეგობარიც შეუერთდა. იქამდე კი მსახიობი მარტო იჯდა და სმარტფონით ერთობოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები