LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როცა პატრიარქად მაკურთხეს მაშინ 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და ვფიქრობდი, რა გვეშველება მეთქი – პატრიარქი

104
patriarqi-5343c

“ეს რწმენა იმდენად დიდია, სიყვარული იმდენად დიდია და ძლიერი, რომ ჩვენ მოგვიყვანა ამ წმინდა ტაძარში და გაგვაერთიანა”,- ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

როგორც პატრიარქმა აღნიშნა, ხალხმა გაამთლიანა საქართველო.

“საქართველო გახდა ერთიანი. თქვენ გახსოვთ, როცა მე მაკურთხეს პატრიარქად, 5-6 ადამიანი მოდიოდა სიონის ტაძარში და მე ვფიქრობდი, რა გვეშველება-მეთქი. იქაც არ იცოდნენ სეფისკვერი რისთვისაც იყო. მე ადრე მოვდიოდი ჟამნობაზე, რომ ვყოფილიყავი წირვის წინ და უფასოდ, საჩუქრად ვურიგებდი სეფისკვერს და ხალხს უკვირდა. მერე დაინტერესდნენ და გაიგეს მისი შინაარსი, მისი ძალა. დღეს მთელი საქართველო ქრისტიანია, ჩვენ ვმადლობთ უფალს, ვმადლობთ წმინდა სამებას. წმინდა სამებამ აგვიშენა ეს წმინდა ტაძარი, წმინდა სამებამ განამტკიცა ქართველი ხალხი“, -განაცხადა პატრიარქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები