LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,როდემდე უნდა აჯდეს “ცივილიზებულ”ქვეყანაში ამდენი მანქანა-მანქანას… რა გახდა მიწისზედა პარკინგის მრავალსართულიანი კორპუსები?

145
BeFunky-collage (1)

თამარ ივერი, რომელიც გუშინ სვეტიცხოველში მოსალოცად არ შეუშვეს და როგორც თავად საოპერო მომღერალი ამბობს, სპეციალური საშვი მოსთხოვეს, დღეს სატრასპორტო პოლიტიკის კიდევ ერთ დიდ გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ავტომობილების პარკირების მიმართულებით მდგომარეობა ქაოსური და მძიმე ხდება.

თამარ ივერი სვეტიცხოველში არ შეუშვეს

გთავაზობთ მის სტატუსს:

,, გუშინ სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე,როგორც გუშინ ავღნიშნე იყო სრული სამანქანო ქაოსი….განსაკუთრებით “შთამბეჭდავი”სალოცავთან საშვებით შეშვების აქცია იყო(ვიდეო ლაივიც მივუძღვენი ამ მოვლენას)

ფაქტია რომ ქვეყანაში თუ რაიმე ღონისძიება ან დღესასწაულია….ქალაქი სრულიად პარალიზებულია ამ ავტოქაოსებით,დამამცირებელი საშვების სისტემით,(რითიც მხოლოდ გაზულუქებული ჩინოვნიკები სარგებლობენ)ტროტუარებზე შემომჯდარი მანქანებით,ჩახერგილი გზებით და ა.შ

მილიონები იხარჯება მრავალსაცხოვრებლიანი კორპუსების უთავბოლო წვიმაში.მგონი მაცხოვრებელი არაა იმდენი,რამდენი სახლიც შენდება.თუ ევროპას ვუახლოვდებით (ყოველ

შემთხვევაში სურვილი გაქვთ) ბოლობოლო რა გახდა ეს ცივილიზებული მიწისქვეშა თუ არა….ევროპაში მიღებული მიწისზედა პარკინგის მრავალსართულიანი კორპუსები?

(განსაკუთრებით ტურისტულ ადგილებში) როდემდე უნდა აჯდეს “ცივილიზებულ”ქვეყანაში ამდენი მანქანა-მანქანას და სტაიანშიკების მაფიის დასახმარებლად გვქონდეს საქმე? როდემდე უნდა იდგნენ მოქალაქეები საცობებში და შემდგომ საათობით მანქანის ადგილს ეძებდნენ??როდემდე უნდა მიუითითონ რიგით,მოკვდავ ხალხს გრძელი ,

“ჯანდაბის”გზატკეცილით მოსავლელი გზისკენ და ვიღაც 2დღიანი თანამდებობის პირი “ჯიპოსანი” პატივით გაუშვან??ეს არის ევროპული ცივილიზაცია??? თუ მიზანი მხოლოდ

დუჟმორეულ რეჟიმში ნატოში შესვლის მოთხოვნაა??ერთი იცხოვროს ბატონმა რასმუსენმა ან სხვა “დეიდა ნატოს”წარმომადგენლობამ საქართველოში ერთი წელი…ხაზს ვუსვამ უბრალო

ხალხის “კომფორტული”ცხოვრებით და არა დიპლომატიური ლიმუზინების შუშებიდან მომზირალნმა და ერთი წლის მერე,თავქუდმოგლეჯილნი,შენს “ნატო”ს-უფრო რეალურ, “ბატო!”ს ორგანიზაციაში გაგვიცვლიან!!!!“- წერს თამარ ივერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები