LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც ექიმის რჩევით, COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით, ბავშვებს მიაღებინეს C ვიტამინი – ზაზა თელია

789
new-sizeeee

მტკიცებითი მედიცინის ცენტრის დამფუძნებელი, დერმატო-ვენეროლოგი, ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყვება, როგორი სავალალო შედეგი შეიძლება მოჰყვეს C ვიტამინის არამიზნობრივ მოხმარებას.

ეს ერთი კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევაა (ეს ჩემს პრაქტიკაში და რაც არ ვიცი კიდევ რამდენი იქნება) როდესაც ექიმის რჩევით COVID-19-ის პროფილაქტიკის მიზნით ბავშვებს მიაღებინეს C ვიტამინი რის შემდგომაც ერთ შემთხვევაში განვითარდა მწვავე ურტიკარია და მეორე შემთხვევაში მწვავე ურტიკარია ანგიოშეშუპებასთან ერთად.

ეს ფაქტი ვერანაირ კრიტიკას ვეღარ უძლებს და ძალიან დიდი თხოვნაა ამ სამარცხვინო, არაფრის მაქნისი და პოტენციურად სახიფათო დანამატის მიღების აგიტაციას და რეკომენდაციის გაცემას თავი დაანებონ “კოლეგებმა”.

C ვიტამინი არ იცავს არც COVID-19-სგან არც სხვა ნებისმიერი ინფექციისგან!!!!!!!“

გადაცემა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები