LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავით, მაშინვე ქალბატონი ნანი ახსენა, მითხრა მე მქონდა პატივი ქალბატონი ნანის კონცერტზე დამეკრაო” – ნინი შერმადინი კრის ბოტთან გადაღებულ ფოტოს გვიზიარებს

395
BeFunky-collage - 2022-12-22T015253.470

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი ამერიკელ მესაყვირე და კომპოზიტორთან კრის ბოტთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს და თან საინტერესო ამბავს ყვება.

როგორც ნინი წერს, როდესაც კრის ბოტმა გაიგო, რომ საქართველოდან იყო, მაშინვე ქალბატონი ნანი ახსენა, და თქვა რომ ჰქონდა პატივი ქალბატონი ნანის კონცერტზე დაეკრა.

“როდესაც გაიგო, რომ საქართველოდან ვიყავით, მაშინვე ქალბატონი ნანი ახსენა, მითხრა მე მქონდა პატივი ქალბატონი ნანის კონცერტზე დამეკრაო. She is too sweet with an angel’s voice-ო!

მეც დიდი სიამაყით ვუპასუხე, რომ ის ნამდვილი ქართული ლეგენდაა ნამდვილად ანგელოზის ხმით! ძალიან უყვარს ქართველები და საქართველო…მეც ძალიან მიყვარს ის!”, – წერს ნინი შერმადინი.

ცნობისთვის, კრის ბოტმა 2018 წელს, ნანი ბრეგვაძის კონცერტზე დაუკრა.

ამავე თემაზე:

ნიკოლოზ რაჭველი ნანი ბრეგვაძის და ისტორიული დღის შესახებ, რომელიც „ბლექ სი არენაზე“ გველოდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები