LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდესაც მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, ბუნებრივია, ის თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს: ნიკა მელია

39
მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „როდესაც მართალ ადამიანს ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, ბუნებრივია, ის თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს“. ნიკა მელიას უკვირს, რატომ ღელავს „ქართული ოცნება“ ამ საკითხზე.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე.

დარწმუნებული ვარ, სტრასბურგში მელიას საქმეში საქართველო და ჩვენი საზოგადოება გაიმარჯვებს: ანრი ოხანაშვილი

ეთაკილება თქმა, რომ საქართველოს წინააღმდეგ შეაქვს სარჩელი – პაპუაშვილი მელიაზე

48 მილიონს რომ მოიპარავს ადამიანი, გაფლანგავს საკუთარი მიზნებისთვის, იმას ნამუსი არ აქვს, კიდევ ევროპაში არ ირბინოს: ოხანაშვილი უგულავაზე

ვინმეს უკვირს „ქართულ ოცნებაში“ რომ სარჩელი ევროპულ სასამართლოში აღმოჩნდა? რატომ ღელავს „ქართული ოცნება“, ეს უფრო მიკვირს. ეს საქართველოს წინააღმდეგ არ არის. ადამიანს როდესაც ედავები სახელმწიფოს გადატრიალებას, დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფების შექმნა-ჩამოყალიბებას და ეს ადამიანი აბსოლუტურად მართალია, ბუნებრივია, თავის უფლებებს იცავს და გამარჯვებით დაასრულებს. მსგავსი საფუძველი უბრალოდ არ ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. ამიტომ ძალიან გთხოვთ, „ქართული ოცნება“ რომ დარდობს და მის პოლიტიკურ პერსპექტივებს წყალი უდგება, ნუ მთხოვთ, რომ მე ვიდარდო ამაზე. ჩემი აზრით, მე არ უნდა ვდარდობდე; „ქართულმა ოცნებამ“ თავად უნდა აგოს პასუხი საკუთარ ქმედებებზე. ნებისმიერ შემდეგ ხელისუფლებასაც, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და მძიმე შეცდომას დაუშვებს, პასუხისგებაც მოუწევს. ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა „ქართული ოცნებაც“ და კიდევ უფრო გაღრმავდება მათი პრობლემა“, – განაცხადა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები