LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდიდან აღდგება გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება – თარიღი ცნობილია

312
BeFunky-collage (7)

გეგმური სტომატოლოგიური მომსახურების აღდგენის თარიღი ცნობილია. როგორც სტომატოლოგთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, აღნიშნულ ვადად 22 მაისი განისაზღვრა. 22 მაისამდე კი ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით გეგმური სტომატოლოგიურ მომსახურებაზე  აკრძალვა მოქმედებს.

„ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციის შესაბამისად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება,“-ვკითხულობთ ასოციაციის განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას. საბოლოო გახსნის ვადები დამოკიდებული იქნება შეფასაბასა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის მიხედვით, რომელიც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნას ითვალისწინებს სტომატოლოგიური კლინიკებისთვის დაწესებული აკრძალვების მოხსნა მე-4 ეტაპზე იგეგმება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები