LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის დასრულდება თებერვალში დაწყებული კანდელაკის ქუჩის რეაბილიტაცია?

329
kandelakisqucha

თბილისის მერმა კახა კალაძემ საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომლებიც 28 თებერვლიდან ქუჩაზე ხორციელდება.

მერმა აღნიშნა, რომ 6 აგვისტოდან კანდელაკზე გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი, ხოლო პროექტი სრულად აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

“სამუშაოები რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ქუჩა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. პირველ რიგში, მძიმე მდგომარეობა იყო მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, შესაბამისად, პირველი ეტაპის სამუშაოები მათი მოწესრიგების მიმართულებით დავიწყეთ. შემოვიდა ყველა კომპანია, რომელსაც მიწის ქვემოთ აქვს განთავსებული კომუნიკაციები. საუბარია “ჯივიპი”-ზე, “თელასსა” და “ყაზტრანსგაზზე”. ყველა კომპანიას ჰქონდა პრობლემები სამუშაოების წარმოების დროს, სწორედ ამიტომ ვერ დასრულდა ეს პროექტი ამ დრომდე. 6 აგვისტოსთვის დაიგება პირველი ფენა, მთლიანად მოასფალტდება კანდელაკის ქუჩა, ხოლო ბუდაპეშტზე ქვედა ფენები უკვე დასრულებულია, ახლა მოხდება ჭების ამოწევა და ქუჩა გამზადდება ზედა ფენების დასაგებად. გარდა ამისა, კომპანია “თელასმა” დაიწყო მუშაობა და ელექტროგადამცემი ხაზები, რომელიც ჰაერშია გადმოკიდებული, მიწისქვემოთ ჩავა; დაიწყება საფეხმავლო ბილიკების, ტროტუარების მოწესრიგება და 6 აგვისტოსთვის გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაც შეეხება პროექტის სრულად დასრულებას, თავისი ლედგანათებებით, ტროტუარების კეთილმოწყობით, აგვისტოს ბოლოს მოხდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ იგივე მიდგომაა ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს მთელი ქალაქის მასშტაბით, რაც ინფრასტრუქტურის ფუნდამენტურ მოწესრიგებას გულისხმობს და არა უბრალოდ ასფალტის ახალი საფარის გადაგებას.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებას, მათ შორის, კანდელაკის ქუჩის მცხოვრებლებს მხარდაჭერისთვის და სამუშაოების გამო გამოწვეული დისკომფორტისთვის ბოდიში მოუხადა.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 410 000 ლარი იხარჯება. სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია „დინ გრუპი“ განახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები